Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა იზრდება

5a460079b7b43
BM.GE
29.12.17 12:43
792
ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 54 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზერვებზე მატების მიმართულებით მოქმედებდა კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების ზრდა და ხაზინასთან განხორციელებული ოპერაციები.

ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 203 მილიონი დოლარით (8%-ით) არის გაზრდილი.

2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.