24.Nov .2021 14:39

ღარიბაშვილი: მედიკამენტების ფასებს აუცილებლად დავარეგულირებთ”

211
Back

"მედიკამენტების ფასებს აუცილებლად დავარეგულირებთ ევროპული ქვეყნების მსგავსად, მედიკამენტებზე ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება არ შეიძლება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა დეკემბერში პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს და პარლამენტთან, მჭიდროდ თანამშრომლობით დეკემბერ-იანვარში ახალ კანონს მიიღებს. პრემიერმა არაკონკურენტულ ბაზარზეც ისაუბრა და მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც აქ არსებობს… ეთანხმება თუ არა კერძო სექტორი მთავრობის მეთაურის შეფასებებს, არის თუ არა ჩართული კანონპროექტის სამუსაო პროცესში და რა გამოცდილება აქვს ევოპულ ქვეყნებს ფარმაცევტული ბიზნესის რეგულირების ნაწილში?

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი