Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გასაყიდი სათამაშოების შემოწმება სავალდებულოა

BM.GE
08.09.21 12:33
280
2021 წლის ივლისიდან სავალდებულო გახდა გასაყიდი სათამაშოების დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობა. სათამაშო როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური მახასიათებლებით უსაფრთხო უნდა იყოს. ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ ჯერ კიდევ შარშან, 2020 წელს, მიიღო, თუმცა ის სავალდებულო ერთბაშად არ გამხდარა. ბიზნესს მოსამზადებლად ჯერ ერთი წელი მისცეს, შემდეგ კიდევ 6 თვე. ვარგისია თუ არა სათამაშო, ზედამხედველობის სააგენტო შეამოწმებს, მათ შორის შეამოწმებს მწარმოებლის დოკუმენტს, რომელშიც სათამაშოს დამზადების ტექნოლოგია უნდა იყოს აღწერილი, ასევე გაიარა თუა არა სათამაშომ სპეციალური ტესტები.

აქვე სტატისტიკას მოვიშველიებ, რომელიც BMG-იმ გამოითხოვა. მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის სათამაშოების იმპორტი გასული წლის 7 თვესთან შედარებით 52%-ით გაიზარდა.

ამ პერიოდში სათამაშოების შესაძენად ქვეყნიდან 10.3 მლნ დოლარი გავიდა და ჯამში, ქვეყანაში 1 938 ტონა სათამაშოს იმპორტი განხორციელდა. (2020 წლის 7 თვე - 6.8 მლნ დოლარი, 1 340.3 ტონა).

ოფიციალური სტატისტიკით, წლების განმავლობაში სათამაშოების მთავარ საიმპორტო ქვეყნად საქართველოსთვის ჩინეთი რჩება, საიდანაც საქონლის დიდი რაოდენობა შემოდის. TOP-10 ქვეყანა კი, სადაც სათამაშოებს ვყიდულობთ შემდეგია: ჩინეთი, ჰონკონგი, ირანი, თურქეთი, გერმანია, ნიდერლანდებ, იტალია, ჩეხეთი, ესტონეთი და უკრაინა.

სტუმრები: ვახტანგ კობალაძე - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, წარმომადგენელი;
ნინო ამისულაშვილი - სათამაშოების კომპანია "პილთონი" დამფუძნებელი.