Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაუქმებული ავიარეისები - რატომ დადგა ავიაციის სექტორი კადრების დეფიციტის წინაშე?

BM.GE
28.06.22 16:59
211
ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითმფრინავების 700-მდე რეისი გაუქმდა. ზაფხულის სეზონისას მგზავრობაზე მზარდ მოთხოვნასთან გამკლავება ავიახაზებს თანამშრომლების სიმცირის გამო სულ უფრო და უფრო უჭირთ. კომპანიები ჯერჯერობით ფრენების გაუქმების მასშტაბების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. ევროპაში კი ავიახაზებთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის სწორედ თანამშრომელთა ნაკლებობას ასახელებენ, პანდემიის პერიოდში თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა. რა ხდება საავიაციო სექტორში, როგორ მიდის აღდგენის დინამიკა, რატომ არის კადრების დეფიციტი?

სტუმარი: იგორ აფციაური - საავიაციო სექტორის ანალიტიკოსი;