Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გახარია ბიზნესს შეხვდა - როგორ შეიძლება მთლიანი ბიზნესი გაიხსნას?

BM.GE
08.02.21 18:17
629
"ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, მათზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ და ისევ და ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას" - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბიზნესის და მთავრობის შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა, კერძო სექტორმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.