Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მწვანე კონცხზე 20 366 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შპს "ელიტ კონსტრაქშენ გრუპს" გადაეცა

59f72004e3dfc
სალომე მეცხვარიშვილი
30.10.17 16:45
1101
მწვანე კონცხზე 20 366 კვ. მ. მიწის ნაკვეთი შპს "ელიტ კონსტრაქშენ გრუპს" გადაეცა. მთავრობის განკარგულებით, კომპანიამ ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით 931 000 ლარად მიიღო.

კომპანიის ვალდებულებაა, ადგილზე არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპმა” უნდა განავითაროს მიმდებარე ტერიტორია, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს) კომერციული/საოფისე/კვების დანიშნულების ობიექტს, სპორტულ მოედანს, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს.

შპს "ელიტ კონსტრაქშენ გრუპი" 2017 წლის აგვისტოში შეიქმნა, კომპანიაში 100%-ანი წილის მფლობელი დაჩი ჩაგანავაა. კომპანიის დირექტორი კი ლერი ბოლქვაძეა.