Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გახდება თუ არა ავტოდაზღვევა სავალდებულო?

BM.GE
06.07.22 14:26
224
სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის მოლოდინშია. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, დღის წესრიგში, რომ დადგა იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მოცემული, ფაქტია და ამ თემაზე პოლიტიკოსების განხილვები გრძელდება. მაგრამ ევროკავშირის მიერ დადგენილი პუნქტების პარალელურად, არაერთი საკითხია რომლის მოგვარებაზეც ქვეყანამ სტატუსის მიღების გზაზე უნდა იზრუნოს, სწორედ ერთ-ერთი მათგანი სავალდებულო დაზღვევაა, რაც ასევე წლებია ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნაა. 

სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას სამ წელზე მეტია ელოდება. კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა დოკუმენტის განხილვები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მოლოდინია, რომ პროცესი წელს დაიძვრება. 

ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 18 % სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7 %-ია დაზღვეული. 2022 წლის 3 თვეში, ავტოდაზღვევის კუთხით, 105,454 პოლისი იყო გაყიდული. ~

სტუმარი: დევი ხეჩინაშვილი - სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი;