Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გაზრდილი ფასები - რა გამოწვევის წინაშე დგება ინფრასტრქტურული პროექტები?

BM.GE
10.03.22 14:01
350
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სამშენებლო მასალების იმპორტი შეიზღუდა, რამაც მშენებლობის თვითღირებულება უკვე გაზარდა. სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ კვირაში არმატურაზე ფასი 200 დოლარით გაიზარდა და უკვე 1000 დოლარს აჭარბებს. კომპანიები უძრავ ქონებაზე ფასის გაზრდას პანდემიის გავლენიდან გამომიმდინარე 2022 წლიდან ისედაც აანონსებდნენ, ახალი გარემოებების გათვალისწინებით კი სავარაუდოა, რომ ფასნამატი დაგეგმილზე მეტი იქნება. დაგეგმილი ფასის ზრდა სხვადასხვა კომპანიებში დაახლოებით 10-15% იყო. 

საცხოვრებელი უძრავი ქონების გარდა მნიშვნელოვნად იზრდება ფასი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაშიც. ბოლო 2 წელია ეს საკითხი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელ კომპანიებში საკმაოდ მტკივნეულია. 

სტუმარი: ზვიად თოიძე - სამშენებლო კომპანია "ინ-სი"-ს გენერალური დირექტორი;