Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დავინჩის ნახატი რეკორდულ ფასად გაიყიდა

5a0d9caa731f8
BM.GE
16.11.17 18:10
1011
ლეონარდო დავინჩის ნახატი "მსოფლიოს გადამრჩენელი" კრისტის აუქციონზე 450 მილიონ დოლარად გაიყიდა. BBC -ის ინფორმაციით, ეს ფასი რეკორდული მაჩვენებელია ხელოვნების ნიმუშებს შორის.

წინა რეკორდი 2 წლის წინ დაფიქსირდა, როდესაც პიკასოს ნახატი 179 მილიონ დოლარად კატარის ყოფილმა პრემიერმინისტრმა შეიძინა.

დავინჩის ახალი ნახატის მფლობელი აუქციონში ტელეფონით იღებდა მონაწილეობას და ანონიმურობის დაცვა არჩია. ვაჭრობა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. საწყისი ფასი 100 მილიონ დოლარს შეადგენდა.