Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაზრდილი ფინანსური რისკები სამშენებლო სექტორსა და იპოთეკურ დაკრედიტებაში - სების ანგარიში

BM.GE
01.10.20 13:45
569
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობა და რისკებია შეფასბეული. დოკუმენტში საქართველოს ეკონომიკისთვის 4 მთავარი ფინანსური რისკი გამოყოფილი, ესენია: COVID-19-ის პანდემიის ხანგრძლივობასთან და ეკონომიკაზე მის გავლენასთან დაკავშირებული გაურკვევლობა; პანდემიის პირობებში ქვეყნის რისკის პრემიის ზრდა და მისი უარყოფითი გავლენა გაცვლით კურსსა და უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის ტვირთზე, ასევე საგარეო მოთხოვნის შემცირების და პანდემიის შესაკავებლად მიღებული ზომების მოსალოდნელზე დიდი გავლენა ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებზე და სუსტი მოთხოვნის შედეგად უძრავ ქონებაზე ფასების კლება და მისი უარყოფითი გავლენა ფინანსურ სექტორზე.

ანგარიშში წერია, რომ კრიზისმა უძრავი ქონების სექტორში რისკები გაზარდა. შემოსავლების შემცირებამ და ბაზარზე გაურკვევლობის ზრდამ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. გარდა ამისა, ტურისტული ნაკადების მკვეთრმა კლებამ უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის, მიმზიდველობაც შეამცირა, რაც მოთხოვნის შემცირებაზე დამატებით უარყოფით გავლენას ახდენს. სებ-ი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობების რაოდენობის მაღალი ზრდა ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკებს ზრდის. მისივე შეფასებით, ბაზარზე ფასების კლება უკვე შეიმჩნევა, თუმცა სავარაუდოა, რომ მომავალში კლება არ იქნება ისეთი მკვეთრი, როგორიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ იყო. ამასთან, ეროვნული ბანკი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ბაზარს რეცესიის უარყოფითი შედეგების შემსუბუქებაში დაეხმარება.

ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გამართა, რომელსაც ბანკირების, ანალიტიკოსების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმარი: აკაკი ცომაია - ეკონომისტი