Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გეგმიური სამედიცინო მომსახურება დროებით ჩერდება

BM.GE
27.07.21 18:13
361
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების გამო ჯანადცვის უწყება ჰოსპიტალურ ქსელებში საწოლფონდის მობილიზების მიზნით გეგმიურ სამედიცინო მომსახურებას დროებით, ორი თვით აჩერებს. შესაბამისად, არაკოვიდინფიცირებული მოქალაქეები, გარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, გეგმიურ მომსახურებას ვეღარ მიიღებენ. თუმცა რამდენიმე წუთის წინ საქმის კურსი ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაციას დაგვიდასტურეს, თუმცა ჯერ შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები არ ასახულა. უწყების განმარტებით, შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ ონკოლოგიურ და კარდიოლოგიურ პრობლემების მქონე პაციენტებს . გართულებული ეპიდემიოლოგიური ფონის გამო ჯანდაცვის სპეციალისტები მთავრობას შეზღუდვების შემოღებასა და კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.