Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რამდენი ადამიანი აგროვებს საქართველოში პენსიას?

5a2fc2c135a58
სალომე მეცხვარიშვილი
12.12.17 17:30
1422
საქართველოს ხელისუფლება 2018 წლის მესამე კვარტლიდან ქვეყანაში სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შემოღებას აპირებს. დაგროვება სავალდებულო იქნება 40 წლამდე ასაკის პირებისთვის, 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის კი ნებაყოფლობითი. ამ სქემის მიხედვით, დასაქმებული საპენსიო ფონდში ყოველთვიურად შეიტანს თავისი ხელფასის 2%-ს, დამსაქმებელისა და სახელმწიფოს მხრიდან კი დამატებით ხელფასის 2%-2%-ს მიიღებს.

სავალდებულო პენსიის მომხრეების ნაწილი აცხადებს, რომ ამ მხრივ სახელმწიფო ქვეყანაში დაზოგვას შეუწყობს ხელს, მოწინააღმდეგეები კი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო არ უნდა კარნახობდეს მოქალაქეს დააგროვოს თუ არა პენსია და თუ ვინმეს ამის სურვილი აქვს, კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემით ისარგებლებს.

საქმის კურსი დაინტერესდა, რამდენი ადამიანი სარგებლობს საქართველოში კერძო დაგროვებითი პენსიით.

დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კერძო დაგროვებითი პენსიით 22 922 ადამიანი სარგებლობს.

საქართველოში კერძო დარგოვებით პენსიას სულ 3 ორგანიზაცია სთავაზობს ბაზარს: "სადაზღვევო კომპანია ალდაგი", "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" და შპს "საქაერონავიგაცია".

კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირების მიერ 2017 წლის 9 თვეში განხორციელებული საპენსიო შენატანები ჯამში 4 მილიონ 249 ათას ლარს შეადგენს.
საპენსიო რეზერვები 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით კი 25 მილიონ 316 ათასი ლარია. საპენსიო სქემის საინვესტიციო შემოსავალი კი მილიონ 416 ათას ლარს შეადგენს.