Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კომერციული ბანკების მოგება იზრდება

5a1414bebcf71
BM.GE
21.11.17 15:57
848
ოქტომბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 37.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.6 მლნ ლარით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 669 მლნ ლარი შეადგინა, რაც 137 მლნ ლარით (26%-ით) მეტია 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში მიღებულ მოგებაზე.

საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.