Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი ისაკაძის ეპილოგი "შეცდომებით საქმის საუკეთესო მკეთებელი"

BM.GE
13.02.22 14:08
280
აგატა კრისტი სხვა უამრავ საინტერესო ბიბლიოგრაფიულ ამბებთან ერთად ცნობილია, რომ წერდა უამრავი, უამრავი ორთოგრაფიული შეცდომებით და ამას გარკვეულიწად თავისი უცნაური, მაგრამ ახსნა აქვს - მიუხედავად იმისა რომ აგატა კრისტიმ განათლება საფრანგეთში მიიღო, მის დედას ჰქონდა უცნაური აკვიატება, მას არ სურდა რომ პატარა აგატას 8 წლამდე დაეწყო სწავლა და შეესწავლა გარმატიკის საფუძვლები.

მოგვიანებით, გენილაური მწერალი ხშირად იცინოდა ამ თემაზე და მინდა გითხრათ, საერთოდ არ მიაჩნდა ეს საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსად: მე ვაკეთებ იმას, რაც ვიცი საუკეთოდ, ანუ ვწერ. რედაქტორ კორექტორი კი აკეთებს იმას, რაშიც ის არის საუკეთესო. დღეს , აგატა კრისტის მიერ გამოცემული წიგნების საერთო ტირაჟს თუ დავითვლით, მისი ნაწარმოებების საერთო ტირაჟი, ანუ ყველა გამოცემებისა ერთად, აღემატება შექსპირის და ბიბლიის გამოცემეების ტირაჟს.

ეხლა ის დაგვრჩა, რომ რეგიონში როგორც ყველაზე მზარდი მკითხველი ერი, გავიზარდოთ იქამდე, რომ წაკითხულიდან სწორი და ადექვატური შინაარსის გამოტანა ვისწავლოთ, და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ სათაურებით დასკვნების გამოტანისას.