Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი ისაკაძის ეპილოგი

BM.GE
06.02.22 15:54
334
დღეს მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, ებრაელ ამერიკელზე რომელიც 1906 წელს დაიბადა ბელსტოკში და სხვადასხვა წყაროები ბელოსტოკს იმდროისთვის ხან ბელორუსს და ხან პოლონეთს მიაკუთვნებენ, მაგრამ ეს არ არის საინტერესო.
დღეს მინდა მოგიყვეთ ისტორია ლეგენდარულ ამერიკელ ექიმზე ალბერტ ბრიუს სეიბინზე, რომლის სახელს დედამიწაზე პოლიომელიტის ვაქცინის გამოგონება და დაავადების დამარცხება უკავშირდება.

ვიდრე გვარს შეიცვლიდა, მას იცნობდნენ როგორც საპერშტაინს და ვიდრე ებრაელი ექიმი პოლიომელიტის ვაქცინას აღმოაჩენდა, ის დაკავებული იყო სამეცნიერო საქმინობით ცინცინატის უნივერსიტეტში. 1940 წელს ალბერტ სეიბანმა დაამტიცა რომ პოლიოვირუსები ადამინის ორგანიზმში ხვდება არა მხოლოდ სასუნთქი, არამედ საკვები გზებითაც.


მხოლოდ 1957 წელს მოახერხა დაესრულებინა პოლიომიელიტომის ვაქცინაზე მუშაობა და იცით რა გააკეთა? მაიმუნებზე წარმატებული ცდების შედმეგ, ვიდრე მოხალისე ადამინებზე დაიწყებდა ვაქცინის გამოცდას, პირველი პირადად მიიღო ეს ვაქცინა. მსოფლიო იმდენად ერთსულოვანი იყო იმ პერიოდში დაემტკიცებინა სეიბინის ვაქცინის ეფექტურობა, რომ საბჭოთა კავშირმაც კი, საბჭოთა კავშირმაც კი აღიარა ამერიკელი მეცნიერის ვაქცინა და 1959 წელს საბჭოთა კავშირში 6 მლნ ბავშვი და ზრდასრული იყო აცრილი.

ცნობილია, რომ სწორედ ცნობილ საბჭოთა მეცნიერს ჩუმაკოვს გადასცა სეიბინმა სრულიად უსასყიდლოდ ეს ვაქცინა, რამაც დასაბამი მისცა პოლიომელიტის წინააღმდეგ მასიურ და ეფექტურ განკურნებაას.

ეგ რა არის? - ორი ამბავი კიდევ. ცნობილი ამბიცია რომ 1957 ში, ალბერტ საიბინია ის ექიმი, რომელიც უარს ამბობს დააპატენტის აღნიშნული წამალი, და შემდგომ წლებში იგივეს უმეორებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, დიახ, ებრაელმა ექიმმა მილიარდობით დოლარის შემოსავალზე თქვა უარი, რომ პოლიომელიტის ვაქცინა ყველასთვის, ღარიბებისთვისაც ხელმსაწვდომი ყოფილიყო, იმ პოლიომელიტისა, რომელმაც მილიონობით ადამიანის და ბავშვების სიციცხლე შეიწერა,მთელი თაობები შეიწირა გასულ საუკუნეში.სეიბინის ვაქცინამ, რომელიც შაქრის ნატეხში იყო მოთავსებული, მთელი კაცობრიობის ისტორია შეცვალა.

არ შეცვალა და არ გააბროტო ებრაელი ექიმი მისი ოჯახის ტრაგედიამ. ცნობილია ამბავია, რომ ფაშისტებმა მოკლეს მისი ორი შვილიშვილი გოგონა და როცა მას ჰკითხეს, აქვს თუ არა მას შურისძიების სურვილი? მან უპასუხა, ფაშისტებმა შეიწირეს ორი უმშვენიერესი გოგონას სიცოცხლე,დ ა მე გადავარჩინე მთელი ევროპის ბავშვები, როგორ გგონიათ, არ არის ეს უმშვენიერესი შურისძიება?

ისტორია და კაცობრიობა ასეთი პიროვნებებით, ღირებებულებით და მაგალითებით დგება.