Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მსოფლიოს ახალი სახის ტერორიზმი - "ბიოტერორიზმი" უახლოვდება, რომლისთვისაც სამყარო მზად არ არის"

5881d788057d0
BM.GE
20.01.17 13:19
1532
ბიზნესმენი ბილ გეითსი ახალი სახის ტერორიზმის საფრთხეებზე საუბრობს. მილიარდერის თქმით, მსოფლიოს ახალი სახის ტერორიზმი - "ბიოტერორიზმი" უახლოვდება, რომლისთვისაც სამყარო მზად არ არის და რომლის შედეგადაც გეითსი "ძალიან დიდ ზარალს" ელოდება. ამის შესახებ ბიზნესმენმა "მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბილ და მელინდა გეითსების ფონდი იმ კოალიციის წევრია, რომელიც სპეციალური ვაქცინების შექმნაზე მუშაობს, რომლებმაც უნდა შეაჩერონ მომავლის ავადმყოფებები. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების შექმნისთვის 700 მილიონი დოლარი იხარჯება, გეითსი შიშობს, რომ ეს თანხა საკმარისი არ იქნება დაავადებების პრევენციისთვის.
ბილ გეითსის თქმით, ბიოტერორიზმი, ანუ ტეროტორიზმი, რომლის მიზანიც მსოფლიოში ეპიდემიების გავრცელებაა, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა გახდეს. მილიარდერი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ამ ყველაფერს მომზადებული უნდა შეხვდეს.