Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მეგატექნიკა: ასეთ შემთხვევას 90-იანი წლებიდანაც კი ვერ ვიხსენებთ

5a855d364411e
BM.GE
15.02.18 14:10
964
კომპანია "მეგატექნიკა“ ბოლო პერიოდში ბიზნეს-ობიექტების ხშირი ძარცვის და დაყაჩაღების შესახებ საუბრობს. კომპანიამ BMG-ს წერილით მომართა, სადაც აღნიშნულია, რომ „მეგატექნიკის“ საბურთალოზე მდებარე ფილიალი არასრულწლოვნებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ გაძარცვეს.

„ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „მეგატექნიკის“ ხელმძღვანელობა შეშფოთებულია კომპანიის საბურთალოს ფილიალის უკვე მეორედ გაძარცვის გამო. ძარცვის პირველი შემთხვევა 2018 წლის 11 იანვარს დაფიქსირდა, სამმა არასრულწლოვანმა გაიტაცა 5000 ლარი და 3 ცალი მობილური ტელეფონი. 2018 წლის 13 თებერვალს კი უკვე 7 არასრულწლოვანი დაფიქსირდა ვიდეო ჩანაწერზე, ორგანიზებულმა ჯგუფმა „მეგატექნიკის“ მაღაზიიდან 26 მობილური და 1 პლანშეტი გაიტაცა. აღსანიშნავია, რომ ამავე უბანში „მეგატექნიკის“ მაღაზიის მიმდებარედ სხვა სავაჭრო დაწესებულებაც გაიძარცვა. გამოძიება ჯერ-ჯერობით წინ არ წასულა. სავალალოა ასეთი შემთხვევების მზარდი სტატისტიკა, ყოველდღიურად დიდი ზიანი ადგება სხვადასხვა დიდ თუ მცირე ბიზნესს.

„მეგატექნიკა“ უკვე 22 წელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე მოღვაწეობს და ასეთ შემთხვევას 90-იანი წლებიდანაც კი ვერ იხსენებს. კომპანიისთვის ძალიან სამწუხაროა რომ ბიზნესი თავს აღარ გრძნობს დაცულად. „მეგატექნიკას“ ყველა ცივილური ზომა გვაქვს მიღებული უსაფრთხოებისთვის, „მეგატექნიკის“ თერთმეტივე ფილიალს იცავს დაცვის პოლიცია და მაღაზიები აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით. კომპანია ელოდება სახელმწიფო უწყებების რეაგირებას,  ძარცვების ფაქტის გამოძიებასა და ჯანსაღი გარემოს დაბრუნებას საზოგადოებასა და ბიზნესში.

კომპანიის სურვილია, ცნობადობა გაიზარდოს მსგავსი გახშირებული ძარცვის ფაქტების მიმართ, მეტი და უფრო გულისხმიერი ყურადღება მიექცეს ასეთ შემთხვევებს და სწრაფად მოხდეს გამოძიება და ამით, საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყოს გარემოს დასტაბილურებას“, - განმარტავენ კომპანიაში.