GM Pharma არის მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლის მქონე პირველი ფარმაცევტული საწარმო საქართველოში, რომელმაც ნაციონალური GMP ინსპექცია გაიარა და მწარმოებლის ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი მიიღო. სრული ტექნოლოგიური ციკლის ქვეშ იგულისხმება პროცესი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე. როგორც კომპანიაში განმარტავენ, GMP სერტიფიკატი არ იყო მათთვის სიახლე, რადგან GM Pharma-მ ჯერ კიდევ 2007 წელს გაიარა GMP სერტიფიცირება, რაც ბრიტანული კომპანიის "Heathside Information Services"-ის ექსპერტების მიერ ჩატარდა.