Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

GM Pharma-ს და “ნიუ ჰოსპიტალსის” ერთობლივი აქცია გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

BM.GE
30.09.22 13:46
158
26-30 სექტემბერს, გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma და მრავალპროფილური ჰოსპიტალი “ნიუ ჰოსპიტალსი” პაციენტებს ერთობლივ აქციას სთავაზობს. აქცია მოიცავს კარდიოლოგთან უფასო კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრაფიას და საჭიროების შემთხვევაში ულტრაბგერით გამოკვლევას. ხოლო GM Pharma მომხმარებლებს სთავაზობს ფასდაკლების აქციას 1+1 ყოველდღიური მოხმარების კარდიოლოგიურ პრეპარატებზე 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით. აქცია მთელ საქართველოში მოქმედებს. ამასთან, კვირის განმავლობაში GM Pharma-ს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებებიც გაიმართება, რომლის მიზანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო თუ საპროფილაქტიკო საშუალებების შესახებ პაციენტების ინფორმირება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პოპულარიზაცია.