Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ღორის ხელოვნური ინტელექტით კლონირება ჩინეთში

BM.GE
15.06.22 09:10
225
ჩინეთში მდებარე ნანკაის უნივერსიტეტთან არსებულ ხელოვნური ინტელექტის კოლეჯში მომუშავე მეცნიერების ჯგუფმა ღორების კლონების შესაქმნელად სრულიად ავტომატიზებული მეთოდი შეიმუშავა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, ადამიანის ჩარევის გარეშე, ისტორიაში პირველად, სუროგატმა დედამ შვიდი ჯანმრთელი კლონირებული გოჭი გააჩინა აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის ჩინეთი ღორის ხორცის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელია მსოფლიოში. ქვეყანაში ამ ცხოველის პოპულაცია 400 მილიონს აჭარბებს, ხოლო მისი ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 30-დან 35 კგ-მდე მერყეობს.