Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“გრანთ თორნთონსა” და ანგელოზ ინვესტორთა ქსელს შორის მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE
25.02.22 14:45
366
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონსა და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

თანამშრომლობის ფარგლებში, გრანთ თორნთონი აქტიურად ითანამშრომლობს აქსელის ქსელში გაწევრიანებულ სტარტ-აპებსა და ინვესტორებთან. კერძოდ ის უზრუნველყოფს აქსელის პორტფოლიოში არსებული სტარტაპების სათანადო განვითარებას ფინანსების, ბიზნესის დაგეგმვისა, თუ სხვა ღირებულების შექმნის თვალსაზრისით. საკონსულტაციო ჯგუფი დაეხმარება სტარტაპებს ინვესტიციების მოზიდვის თითოეულ ეტაპზე სწორად დაგეგმონ ნაბიჯები და გააკეთონ საჭირო ანალიზი, რათა იდეები მაქსიმალურად სტრუქტურულად წარუდგინონ ინვესტორებს.

სტუმრები: ვახტანგ ცაბაძე - გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი;
გური ქოიავა - საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი - აქსელის დამფუძნებელი;