Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გრანტების პროგრამის გამარჯვებულები

BM.GE
25.02.21 10:29
447
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეექვსედ გამოაცხადა. შემოსული 303 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 95 სტარტაპი. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. ამ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტის პროგრამის გამარკვებული 20 სტარტაპი უკვე ცნობილია.