Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია

BM.GE
13.06.22 10:04
221
თიბისი კონცეპტის სივრცეში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა და გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. ექვს ნომინაციაში ჯილდო გადაეცა იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროგრამებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს აძლიერებენ და მრავალფეროვანს ხდიან. გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებულები არიან: 
მარიამ შარანგია — მომავლის ლიდერი ქალი;
ნანა დიხამინჯია — ICT სფეროს ჩემპიონი;
B2C.ge — ტექნოლოგიური სტარტაპი;
ჩართე — ქალების გაძლიერების პროგრამა;
Sweeft — მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია;
თამთა კაპანაძე — ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.

ჯილდო მათ განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ორგანიზაციის ფარგლებში პოზიტიური ცვლილებებისთვის, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის თუ ქალების გაძლიერებისთვის გადაეცათ.