Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ერთხელ და სამუდამოდ, მერიაში ბიუროკრატიული მანქანა უნდა დაიშალოს"

5a14020bd8326
BM.GE
21.11.17 14:50
837
სამშენებლო და დეველოპერულმა კომპანიებმა სამშენებლო ნებართვების აღების პროცესში მერიაში არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებზე ახალ მერთან კახა კალაძესთან შეხვედრისას ისაუბრეს.

კახა კალაძე ბიზნესს მერიაში "ბიუროკრატიის მანქანის დაშლას" და სამშენებლო ნებართვების აღების პროცედურების გამარტივებას დაჰპირდა. კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში სამშენებლო ნებართვების აღება თვეების განმავლობაში ჭიანურდება, რაც ბიზნესს პროექტების განხოციელებაში ხელს უშლის.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ბიუროკრატიული მანქანის დაშლა, რაც ძალიან გაგვიმარტივებს პროცედურების გავლას, ნებართვის მიღებას და ა.შ სხვადასხვა შემთხვევებში ნებართვის აღება 6 თვემდე იწელება. ძალიან მნიშვნელოვანია თუ ეს ვადები შემცირდება და დავიყვანთ მინიმუმამდე", - აცხადებს "საქმის კურსთან" "სეუ დეველოპმენტის" თანადამფუძნებელი ზურაბ მექვაბიშვილი.

ბიზნესი პროცედურების გამარტივების მომხრეა, თუმცა კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ თამაშის პირობები ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.

"გამარტივების მომხრე ბიზნესი ყოველთვის იქნება, თუმცა ეს გამარტივება არ უნდა იყოს მოუწესრიგებელი კანონმდებლობის ხარჯზე. პროცედურა მარტივი უნდა იყოს, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ხარისხის ან ვიზუალის ან სხვა რამის ხარჯზე. უნდა იყოს მკაცრი მოთხოვნები, მაგრამ უნდა იყოს ყველაფერი რეგულირებადი და თანაბარი ყველა მოთამაშისთვის", - აცხადებს "ემ კვადრატი უძრავი ქონების" ხელმძღვანელის მოადგილე, შორენა დარჩიაშვილი.