Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"700 000 ხე დავრგეთ, ვისაც ეჭვი ეპარება შეუძლია დათვალოს"

59f82c7280571
BM.GE
31.10.17 11:54
739
""მილიონი ხე" ისეთი დაპირებაა, რომელიც ამომრჩეველს დაამახსოვრდება“-აღნიშნულის შესახებ "საქმის კურსს" დედაქალაქის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

"მილიონი ხე იყო ისეთი დაპირება, რომელიც დაამახსოვრდა ამომრჩეველს, ამასთან ისეთი თამასა უნდა დადო, რომლისკენაც მუდმივად უნდა იარო მუდმივი მუშაობით, რომ რაც შეიძლება მიუახლოვდე. ეს დაპირება ქალაქში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე იყო და ჩვენ ვთქვით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და რაც შეიძლება მეტი ხე დავრგოთ. ჩვენ დავრგეთ 700 ათასი ხე, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა გახარებულია და ეს არის იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში დარგულა დედაქალაქში. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, შეუძლია დათვალოს.

ჩვენ საინტერესო პროგრამა გვქონდა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ნერგებს ვაძლევდით, რათა თავიანთი საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცარიელი სივრცე იყო დაერგოთ და მოევლოთ ამისთვის"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, მტკვრის დასუფთავების მიმართულებით გაზაფხულიდან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა და რეკრეაციული თვალსაზრისით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. ნარმანიას თქმით, დიღმის მასივის ტერიტორიაზე მათ მიერ მოწყობილი საუბნო პარკიდან 150-ზე მეტი ბუჩქი მოიპარეს.

"მტკვრის მასშტაბური გასუფთავების ღონისძიება ჩატარდა წელს გაზაფხულზე და მთელი მტკვრის ხეობა გაიწმინდა, რაც ამ კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მსგავსი მასშტაბური მტკვრის გაწმენდის ღონისძიებები არასდროს ჩატარებულა. საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებიც ქალაქის მმართველობაში მუშაობდნენ არ ახსოვთ, რომ თავიდან ბოლომდე ქალაქის დასაწყისიდან ორთაჭალის ჰესამდე მტკვარი გასუფთავებულიყოს. ორასზე მეტი კონკრეტული საუბნო მცირე და საშუალო პარკი გვაქვს გაკეთებული, სადაც კი ტერიტორია ვნახეთ ხეები და ბუჩქები დავრგეთ და გავამწვანეთ და სამწუხარო ფაქტებიც იყო. მაგალითად, დიღმის მასივში ორივე მხარეს 150-ზე მეტი ბუჩქი მოიპარეს", - ამბობს დავით ნარმანია.