Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გვარნერის ვიოლინო $10.5 მლნ-ად

BM.GE
10.05.22 07:58
212
ცნობილი იტალიელი ოსტატის, ჯუზეპე გვარნერის მიერ 1736 წელს დამზადებული ვიოლინო შესაძლოა, Aguttes-ის აუქციონზე 10.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდოს. ინსტრუმენტს ვიოლინოების „ლეონარდო და ვინჩის“ უწოდებენ. დღეისათვის ჯუზეპე გვარნერის მიერ დამზადებული მხოლოდ 150-მდე ინსტრუმენტია შემორჩენილი. იტალიელმა ოსტატმა ამ საქმეს მხოლოდ 16 წელი მიუძღვნა, რადგან ადრეულ ასაკში, 46 წლის გარდაიცვალა. Aguttes-ის სააუქციონო სახლის წარმომადგენლების განცხადებით, 10 წელზე მეტი ხანია, რაც გვარნერის ვიოლინო აუქციონზე არ გამოჩენილა.