Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ღვინის კომპანიებმა რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება დაიწყეს

BM.GE
29.06.22 08:25
271
თბილღვინო უკრაინის ბაზარზე ღვინის გადატვირთვებს განაახლებს. ქართული ღვინო უკრაინაში ექსპორტზე ივლისის დასაწყისში გავა. კომპანიის დამფუძნებლის ზურაბ მარგველაშვილის თქმით, ამჟამად ისინი პარტნიორობას 4 კონტრაქტორტან აპირებენ. თბილღვინოს გარდა ღვინის ინდუსტრიაში სხვა ერთგულ რესპონდენტებსაც ვკითხეთ, როგორია მათი გეგმები და რა შეიცვალა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე საექსპორტო ბაზრებზე? ზოგიერთ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათთან რუსეთის ბაზარს 30% ეკავა, ხოლო გასულ წელთან შედარებით წლევანდელი წელი რთულად მიმდინარეობს, რადგან რუსეთის ბაზრის გამოკლებამ საექსპორტო მაჩენებლებზე გავლენა მოახდინა და გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვები 30%-ით შეამცირა. კომპანიების დირექტორები შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად ახალი ბაზრების ათვისება მიაჩნიათ.