Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდაზე პარლამენტი იმსჯელებს

5a82f50e6143c
სალომე მეცხვარიშვილი
13.02.18 18:20
983
უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდის კანონპროექტზე პარლამენტი იმსჯელებს. განხილვები მიმდინარე თვეში უნდა გაიმართოს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ჯარიმა უბილეთო მგზავრობისთვის 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. თუმცა, ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს საფასური.

„კანონპროექტის მიღების მიზეზია მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდის ახალი სისტემის ეტაპობრივი დანერგვა.

დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა - ელექტრონული გადახდის საშუალებით მგზავრობის საფასურის გადახდა, რაც თავის მხრივ თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგს, რომ არსებული გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების მავნე პრაქტიკა აღმოიფხვრება და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გაწეულ/გასაწევ ხარჯს”,- ნათქვამია განმარტებით ბარათში.