Home
Category
TV Live Menu
Loading data...

GWP-ის 80%-იანი წილი ესპანურმა კომპანიამ იყიდა

BM.GE
03.02.22 18:48
347
180 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს წყალმომარაგების სექტორს და მენეჯმენტის ხარისხობრივ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორ ფელიქს პარა მედიავილასა და „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურთან ონლაინ-შეხვედრაზე განაცხადა. საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა" მისი შვილობილი კომპანია “Georgian Water and Power”-ის 80%-იანი წილი ესპანურ კომპანია Aqualia-ს 180 მილიონ დოლარად მიყიდა, მხარეებს შორის არსებული შეთანხმებით, 2025 და 2026 წლებში Aqualia-მ დარჩენილი 20%-იც უნდა გამოისყიდოს, შესაბამისად გარიგების მთლიანი ღირებილება 225 მილიონ დოლარს შეადგენს.