Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გზა covid-პანდემიიდან, ენდემიამდე

BM.GE
15.02.22 13:06
305
ეპიდემიოლოგები მთელი მსოფლიოდან თანხმებიან, რომ Covid-19-ის მომავალი შეიძლება იყოს ისეთივე რბილი, როგორც ჩვეულებრივი გაციებაა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ უფრო მძიმე ფორმად იქცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენიმე წლის განმავლობაში ის დიდ ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე. 

თუმცა დღეს სპეციალისტები ახალი ტერმინის ენდემიის შესახებ ალაპარაკდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნები COVID-19-ს თავს ვერ დააღწევენ, თუმცა მასთან თანაცხოვრებას ისწავლიან. შედეგად მივიღებთ ენდემურ დაავადებას, ეს არის ამა თუ იმ დასახელებულ ტერიტორიაზე დაავადების მუდმივი არსებობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ანუ ვირუსი ჩვენთან დარჩება, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი დაავადება, მათ შორის მალარია, ტუბერკულოზი და აივ-ინფექცია. შეიცვლება თუ არა კოვიდ-პანდემია ენდემიად და როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს?