Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფარმაცევტული კომპანიები, ყველაზე მეტი სატელევიზიო რეკლამით

5a4781d7ca882
BM.GE
31.12.17 13:00
1051
ტელევიზიით მედიკამენტების სარეკლამო ბადის თემატიკა როგორც წესი დამოკიდებულია სეზონურობაზე, შემოდგომა/ზამთრის პერიოდში, აქტუალურია გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების რეკლამა, გაზაფხულის პერიოდში, აქტუალური ხდება ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების რეკლამა. IPM კვლევის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში ტელევიზიით სულ განთავსდა - 99 690 სარეკლამო რგოლი, აქედან მედიკამენტების კატეგორიის წილია მხოლოდ 3,55 % . 

მედიკამენტების კატეგორიამ ოქტომბრის თვეში დააგროვა 65 649 წმ, რაც ოქტომბრის სატელევიზიო სარეკლამო ქრონომეტრაჟის 2,94 % ია. მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებს შორის ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი განათავსა კომპანია ბერლინხემმა - 992 რგოლი, მეორე ადგილზეა კომპანია პე ეს პე - 624 რგოლით.

გრაფიკზე წარმოდგენილია მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების აქტივობა, 2017 წლის ოქტომბერი.