Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მსოფლიოს ქვეყნები საუკეთესო საგზაო ინფრასტრუქტურით

5a1bccb1eb57e
BM.GE
27.11.17 12:27
940
საქართველო მსოფლიოში ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანობით 69-ე ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, მსოფლიოში საუკეთესო ინფრასტრუქტურა ჰონგ-კონგს აქვს.

ინფრასტრუქტურის რეიტინგს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რამდენიმე კრიტერიუმით ადგენს. მათ შრის ერთ-ერთი საგზაო ინფრასტრუქტურაა. აღნიშნულ რეიტინგში პირველ ათეულს შემდეგი ქვეყნები იკავებენ:

1. არაბეთის გაერთიანებული საემიროები
2. სინგაპური
3. შვეიცარია
4. ჰონგ კონგი
5. ნიდერლანდების სამეფო
6. იაპონია
7. საფრანგეთი
8. პორტუგალია
9. ავსტრია
10. ამერიკის შეერთებული შტატები

რეიტინგში საქართველო 82-ე ადგილზეა და ქვეყანას 7 ქულიდან 3,8 ქულა აქვს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია აღნიშნულ კრიტერიუმში გაუარესდა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, - რეიტინგში 85-ე ადგილზეა სომხეთი, 36-ზე აზერბაიჯანი, 30-ზე თურქეთი, ხოლო რუსეთი კი 114-ზე.