Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჰესების მშენებლობის მნიშვნელობა - ლევან ვეფხვაძე დეტალებით საქმიან დილაში

BM.GE
04.02.21 12:08
492
მსხვილი ჰესების მშენებლობის პროექტებზე საქართველოში ბოლო წლებია სცენარია იგივეა. ბოლო შემთხვევა ამჯერზე ნამახვანის უკავშირდება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მიუხედავად, კომპანია „ენკა რინიუებლზმა” ჰესის სამშენებლო სამუშაოები პოლიციის ძალების მხარდაჭერით 30 იანვარს განაახლა. იქამდე იყო თითქმის 100 დღიანი პროტესტი და როგორც ამ პროტესტის მონაწილეები ამბობენ დასასრული ჯერ არ დამდგარა. ამ ფონზე ეკონომიკის მინისტრის პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესი, ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ჰესი, რომელიც საქართველოში შენდება, არის ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი”. თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ნამახვანჰესი ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული და უსაფრთხო პროექტია, „რომელიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა”. გარემოზე მინიმალური ექნება პროექტს ზეგავლენა ამბობენ გარემოსდაცვის სამინისტროში - თუმცა ამ შემთხვევაშიც ისე როგორც სხვა დანარჩენ პროექტებზე აქციის მონაწილეებისათვის არგუმენტებს წონა და მნიშვნელობა ფაქტობრივად არასდროს აქვთ. სამაგიეროდ ყოველთვის უარყოფითად აისახება ხმაურიანი და ხშირად საქმესაცდენილი დაპირისპირებები პროექტებთან დაკავშირებით.

სტუმარი: ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი