Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჰესების რუკა / ანალიტიკა - 12.03.2021-13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
12.03.21 18:22
1037
ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკა“ ჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას დროებით არ დაიწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში განაცხადა, სადაც გარემოს დაცვის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება და რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდება.

დღეს სამი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გავიგეთ.

პირველი - „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანია „ENKA“-ში ქართველი დირექტორი დაინიშნება. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ქართველი დირექტორი იქნება ენერგეტიკოსი ან მშენებელი, რომელიც ნდობას იწვევს საზოგადოებაში და უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას მართვაში. დირექტორი მიადევნებს თვალყურს, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები იყოს მეტად დაცული.

მეორე - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესს ზედამხედველობას დამოუკიდებელი საბჭო გაუწევს. ესეც ერთ-ერთი პუნქტია იმ შეთანხმებიდან, რაზეც საქართველოს მთავრობამ ინვესტორ კომპანია ENKA-თან მიაღწია.

და მესამე - "ნამახვანჰესის" ინვესტორთან მიღწეულია შეთანხმება და შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც 5 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდება. იდეა აქ ასეთია: ფონდი ჰესის მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს, მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მაცხოვრებლებისთვის საჭირო ყველა პროექტს. მის მართვაში პირველ რიგში ჩაერთვებიან მოსახლეობის წარმომადგენლები და ეს ფონდი დაფარავს არა მხოლოდ იმ სოფლებს, რომლებიც მოხვედრილია ჰესის არეალში, არამედ წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტის ძირითად სოფლებს, რომლებიც ხეობაშია განთავსებული. ამ საჭიროებას მინისტრი იმით ხსნის, რომ რომ პროექტმა მოიტანოს ხეობაში მეტი განვითარება და მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აღება მოვთხოვოთ ინვესტორს.

სტუმარი: გიორგი აბრამიშვილი საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი