Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჰიდროპროექტების მშენებლობის პერსპექტივა საქართველოში

BM.GE
12.05.22 17:03
315
ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ, რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, –პრემიერის ამ განცხადებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. ბიზნესს ჯერ შესაბამისი პრეზენტაცია არ უნახავს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა 4 აპრილის მთავრობის სხდომაზე დაანონსა. ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია მსჯელობა, რა გზით შეიძლება წავიდეს სახელმწიფო იმისთვის, რომ მათ შორის მსხვილი ჰიდროგენერაციის პროექტები გააცოცხლდეს. 

ბიზნესგაერთიანებები უკვე საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა მოდელი შეიძლება აირჩიოს მთავრობამ ამ პროექტების განსახორციელებლად. როგორ წარმუდგენია კერძო სექტორს ენერგეტიკული პროექტების ტემპის დაჩქარება?