Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გლობალური შემოსავლის 13 %-იანი ზრდა - Nexia International 2017 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს

5a748365b1976
BM.GE
02.02.18 19:25
658
Nexia International - საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანიების დამოუკიდებელი ქსელი, რომელიც ამ მიმართულებით მსოფლიო საუკეთესო ათეულშია, გასული წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს: 2017 წელს ქსელის საერთო შემოსავალმა მომსახურებიდან 3.62 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ გლობალური შემოსავლის ასეთი ზრდა განპირობებულია ქსელში შემავალი კომპანიების სტაბილური განვითარებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 62 %-იანი ზრდის მაჩვენებელი - ჩინეთის უკანასკნელ წლებთან შედარებით გაორმაგებული შედეგებით.

Nexia-ს სხვა რეგიონებიდან კი აღსანიშნავია ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის, ლათინური ამერიკის და ევროპის 8 %-იანი, ხოლო აფრიკის 5 %-იანი ზრდა.

2017 წელს ქსელს დაემატა ახალი წევრი კომპანიები ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ნეპალიდან და საუდის არაბეთიდან.

კევინ არნოლდი, Nexia International-ის CEO: “საერთო შემოსავლის ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებელი შესანიშნავი სიახლეა და ნათლად აჩვენებს თუ როგორ ვითარდება და ძლიერდება ქსელი ყოველწლიურად. ეს შედეგები მკაფიო მტკიცებულებაა, რომ Nexia მსოფლიოს გარშემო მხოლოდ საუკეთესო კომპანიებს ირჩევს სათანამშრომლოდ.“
როგორც Nexia TA-ს მმართველი პარტნიორები აცხადებენ, 2017 წელი Nexia TA-სთვისაც ძალიან წარმატებული იყო:

„მოხარულები ვართ Nexia International-ის საერთაშორისო ზრდის მაჩვენებლით, აღნიშნული ციფრები კიდევ ერთხელ მოწმობენ, თუ რამდენად ძლიერ და დინამიურად მზარდ ქსელს წარმოვადგენთ საქართველოში. მსოფლიოს მასშტაბით 13 %-იანი ზრდა ქსელში შემავალი თითოეული კომპანიის დამსახურებაა და მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე, მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის წლის კომპანიის ტიტული Nexia TA-მ მიიღო. ეს კი აღიარებაა, რომლითაც Nexia International თავისი ქსელის წევრი კომპანიებიდან წელიწადში მხოლოდ ერთს გამოარჩევს. Nexia TA ყოველთვის თანამშრომლობს ქსელის წევრ კომპანიებთან და Nexia Inernational-ის აქტივობებშიც აქტიურად არის ჩართული. გარდა ამისა 2017 წელს Nexia TA-მ 170 %-იანი ზრდა აჩვენა, რაც არის კომპანიის ბაზარზე წარმატებული ოპერირების საერთაშორისო აღიარება.

„წლის კომპანიის“ ტიტული დიდი სტიმულია ჩვენთვის, რომ 2018 კიდევ უფრო წარმატებული წელი გავხადოთ Nexia TA-სთვის.“ - აცხადებენ პარტნიორები.