Home
Category
TV Live Menu
Loading data...

RMG-ის დმანისში საწარმოო უბნის მოედნების გაფართოება სურს

5a8c320ea9855
სალომე მეცხვარიშვილი
20.02.18 18:33
745
საყდრისის დაცვის კომიტეტის წარმომადგენლის ნინო ბურჭულაძის განცხადებით, RMG Gold-ის საქმიანობის გამო დმანისსა და მინდებარე ტერიტორიაზე დაბინძურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ მან გზშ-ს განხილვაზე განაცხადა, სადაც კომპანია RMG Gold-ის გაფართოებაზე მსჯელობდნენ.

"დაბინძურების მასშტაბები გაიზარდა და გასცდა გომარეთს, გადასწვდა ყარაბულას, გადაწვდა ახას. ეს არ არის მხოლოდ მაშავერას და დიდი დმანისის მცხოვრებთა პრობლემები. მივამრთავ გომარეთის მოსახლეობას, არის მომატებული ტყვიაც, კადმიუმიც. არის დაბინძურების ძალიან მაღალი მასშტაბები",- განაცხადა ბურჭულაძემ.
საყდრისის დაცვის კომიტეტის წარმომადგენელს კი კომპანიის გზშ-ის ავტორმა კოტე ხაჭაპურიძემ უპასუხა. მისი თქმით, კომპანია მუდმივად იღებს სხვადასხვა სინჯებს და ყველა ნიშნული ნორმის ფარგლებშია.

"ჩვენს ტერიტორიაზე ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს. ჩვენი მინიტორინგი გვაძლევს იმ სურათს, რომ ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში. ვინმემ რომ არ შეიტანოს ამ ყველაფერში ეჭვი, ჩვენ დამატებით სინჯებს ვატარებთ კერძო კომპანიაში.

სამინისტრომ დაგვიყენა მდინარე კაზრეთულასა და მაშავერაზე სპეციალური ხელსაწყო, რომელიც იღებს სინჯებს. მინდა გითხრათ, რომ 2016 წლის განმავლობაში უხვი ნალექის დროს მოხდა გადამეტება და ამისთვის კომპანია დაჯარიმდა",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კომპანიას დმანისში არსებული საწარმოო უბნის მოედნების გაფართოება სურს. აღნიშნულიადნ გამომდინარე პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა დღეს გაიმართა.