Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ID Vision #მხოლოდქართული ისტორია

BM.GE
16.01.23 00:51
96
ID Vision-ი ქართული კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან შპალერს, ფარდებს, ბალიშებს, ხალიჩებს, ლოგინის თავებს და მაგიდის გასაწყობ აქსესუარებს აწარმოებს და დღეისთვის მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს. თბილისში მდებარე მცირე წარმოებას თვეში 2 000 კვ/მ-მდე შპალერის და ამავე რაოდენობის სხვა ქსოვილებზე ბეჭდვის რესურსი აქვს, შეკვეთების რაოდენობის მიხედვით კი, 5-დან 15 ადამიანამდე ასაქმებს. კომპანიის დამფუძნებელმა სალომე მამრიკიშვილმა წარმოება ამერიკაში სწავლის შემდეგ, 2 წლის წინ მინიმალური ინვესტიციით დაიწყო, მომდევნო პერიოდში კი ფინანსური რესურსების რეინვესტირებას ახდენს. შპალერის წარმოება სამომავლოდ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.

სალომე მამრიკიშვილი - ID Vision, დამფუძნებელი.