Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ძველ თბილისში სასტუმროს მშენებლობა იგეგმება - ფოტო

5a2fedea76a14
სალომე მეცხვარიშვილი
15.12.17 10:00
1410
ძველ თბილისში, საიათნოვას ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ადგილზე დასასვენებელი სახლის ამოქმედება დავით კაჭკაჭიშვილს სურს.

როგორც მან საქმის კურსს განუცხადა, შესაბამისი განაცხადი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში უკვე შეტანილი აქვთ.

საუბარია 15-16 ნომრიან სასტუმროზე. თუ პროექტმა მშენებლობის ნებართვა მცირე დროში მიიღო, დავით კაჭკაჭიშვილს სურს, რომ სასტუმრო ერთ წელიწადში აამოქმედოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახელით ან ბრენდით დაიწყებს ოპერირებას ბაზარზე ახალი სასტუმრო. მისი მფლობელი ამაზე ჩამოყალიბებული ჯერ არ არის.