09.May .2022 12:02

ინდური გამაჯანსაღებელი პროცედურები Georgia Palace-ში

Back

აჭარის სანაპირო ქართველი და საქართველოში ჩამოსული ვიზიტირებისთვის ერთერთი ყველაზე პოპულარული დასვენების ადგილია. მიმდინარე სეზონიდან კი ამისთვის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს - ქობულეთში, სასტუმრო ჯორჯია პალასმა ინდური გამაჯანსაღებელი პროცედურების კომპლექსი შემოგვთავაზა. უძველესი ინდური ცოდნით დამზადებული ზეთები, ბალახები, კვების სპეციალური რეჟიმი და ვარჯიში - სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს, სანაცვლოდ კი სტრესისგან გათავისუფლებას და დაადადებების მკურნალობასაც კი გვპირდება. ინდური აიურვედას ცენტრი პირველია საქართველოში და ქობულეთს სრულიად ახალი დანიშნულების ადგილად აქცევს. bm.ge-ს გადამღებ ჯგუფს ჰქონდა საშუალება დეტალურად გასცნობოდა პროცედურებს და საკუთარ თავზეც გამოეცადა ინდური მედიცინის ეფექტურობა. ჩვენი პასუხი ცალსახა და მოკლეა - ეს ნამდვილად მუშაობს.