Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 20-25 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს” / ანალიტიკა - 24.12.2021_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
24.12.21 14:09
384
რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 20-25 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს. მისივე თქმით, „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს. “მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე, შემდეგ გამოვედი და ვთქვი ამის შესახებ. თუ ჩვენ პირბადის ტარების მაჩვენებელს ვერ გავზრდით, ვერ გავზრდით აცრის მოცვის მაჩვენებელს, რომელიც ოდნავ იზრდება, დღეში თუ „ომიკრონის“ 10, 15, 20 ათასი შემთხვევა გვექნება, სხვა რა გამოსავალი იქნება? საბედნიეროდ, „ომიკრონი“ „დელტასავით“ ვერაგი არ არის, მაღალი სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია არ აქვს. წარმოიდგინეთ, დღეში 20-25 ათასი ინფიცირებული - საქართველოსთვის რა იქნება. შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს” - ამბობს ამირან გამყრელიძე.

სტუმარი: ანი ქავთარაძე - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი