Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინფრასტრუქტურული პროექტები ზუგდიდში

BM.GE
20.09.22 13:38
177
ზუგდიდი ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და ქალაქი გრანტის ფარგლებში 300 000 ევრომდე დაფინანსებას მიიღებს. პროექტის ფარგლებში გრანტის გამარჯვებულები გახდნენ ქალაქი ზუგდიდი, ქუთაისი და ფოთი. სამივე ქალაქი 300 000 ევრომდე დაფინანსებას კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად მიიღებს. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ კულტურის განვითარების სტრატეგიების შეფასების შემდეგ პროექტის კონსორციუმმა გამარჯვებული ქალაქი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. ქალაქმა შემდეგი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გამოკვეთა: ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ინოვაციების, რეწვისა და გასტრონომის შემოქმედებითი ქალაქი.

სტუმარი: მამუკა წოწერია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი;