Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ინოვაციების ეროვნული ეკოსისტემის შედეგები

BM.GE
28.03.23 12:43
59
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებაზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის 5 წელი და ის პროექტები შეჯამდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. 2018 წლიდან დღემდე ჯამურად დაფინანსდა 186 პროექტი და შეიქმნა 3000 მეტი სამუშაო ადგილი. როგორი შედეგები აქვს ჯიტას და რა ფინანსური მაჩვენებლებით დახურეს მათ 5 წელი. 

სტუმარი: ლევან დარსალია - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.