Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარტვილის კანიონის ახალი სერვისი - ყვინთვა აკვალანგით

59ca02181f7a7
სალომე მეცხვარიშვილი
26.09.17 19:00
1054
მარტვილის კანიონს ახალი სერვისი დაემატა. ვიზიტორებს კანიონში ყვინთვის და წყალქვეშა სამყაროს გაცნობის შესაძლებლობა თითქმის მთელი წლის განმავლობაში აქვთ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ ახალი სერვისის ღირებულება 50 ლარია. მსრუველებს ჩაყვინთვა ორი გზით შეუძლიათ - აკვალანგით, რომელიც სიღრმეებში ჩასვლას გულისხმობს და სასუნთქი მილით, რომლის მეშვეობითაც ზედაპირულად არის შესაძლებელი დათვალიერება.

უწყებაში განმარტავენ, რომ ჩაყვინთვა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი გარდა იმ პერიოდისა, როდესაც თოვლი დნობას იწყებს. ამ დროს წყალი იმღვრევა და კანიონში ხილვადობა იკლებს. მთელი წლის განმავლობაში კანიონში წყლის ტემპერატურა 14-დან 17 -გრადუსამდე მეყეობს. ყვინთვის მონაკვეთი დაახლოებით 300 მეტრია და ტური 20 წუთს გრძელდება.

ტურით სარგებლობისთვის მსურველებმა წინასწარ უნდა დაჯავშნონ ადგილები მარტვილის ან ოკაცეს კანიონების ვიზიტორთა ცენტრებში. ჩაყვინთვისთვის მინიმუმ 3 ადამიანის შეკრებაა საჭირო.

"ვიზიტორი შეძლებს დაათვალიეროს, მდინარის მიერ ბუნებრივად დასერილი კანიონები, კლდეში გასავლელები. მარტვილის კანიონი შეყვანილია ევროპაში 8 საუკეთესო საყვინთ ადგილს შორის",- აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ამ ეტაპზე მომხმარებლებს ახალ სერვისს კანიონის ადმინისტრაცია სთავაზობს, თუმცა, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ კერძო კომპანია შემოიყვანონ.