Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა იზრდება

5a17d745bf4bd
BM.GE
24.11.17 12:21
706
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი ნოემბრისათვის 19.0 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 645.2 მლნ ლარით ანუ 3.5 პროცენტით მეტია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით მეტი). ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 357.7 მლნ ლარით ანუ 3.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 0.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 287.5 მლნ ლარით, ანუ 3.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.2 პროცენტით).

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 33.61 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.06 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.2 პროცენტი შეადგინა.