Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომერციული ბანკების მოგება იზრდება

5a8edec5eb7b0
მარი როჭიკაშვილი
22.02.18 21:00
882
იანვარში კომერციულმა ბანკებმა 68,5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 მლნ.ლარით მეტია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში მოქმედი ბანკების შემოსავლები 303,8 მლნ. ლარს შეადგენდა, ხოლო ხარჯები 229,3 მლნ-ს. ბანკების შემოსავლების 88% ანუ 257,5 მლნ.ლარი საპროცენტო შემოსავლებია, 6 მილიონია შემოსავლები ჯარიმებიდან, საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული მოგება კი 27,3 მილიონია.

იანვარში ბანკების ხარჯის ნახევარი 116 მლნ, ლარი საპროცენტო ხარჯებზე მოდიოდა, 59,8 მილიონია დეპოზიტების, 16 მლნ. ლარი კი სესხებზე გაწეული ხარჯია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სულ 16 კომერციული ბანკი ოპერირებს.