Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Gepherrini ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოებას იწყებს

5a42054cc75a9
სალომე მეცხვარიშვილი
26.12.17 13:55
1108
ჩანთებისა და აქსესაურების ქართული ბრენდი Gepherrini ფართოვდება. მომავალი წლის მარტიდან კომპანია ახალ საწარმოში გადადის. Bm.ge-სთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი ილია გეფერიძე აცხადებს, რომ მომდევნო წლიდან ახალ ხაზსაც დაამატებენ და ქალის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდის წარმოებას დაიწყებენ.

ახალ საწარმოში გადასვლის შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი 42-დან 70-მდე გაიზრდება.

ამჟამად "გეფერინის" პროდუქცია 8 ქვეყანაში იყიდება. მიმდინარე წელს კომპანია ორ ახალ ბაზარზე გავიდა: შვედეთსა და შვეიცარიაში. ამ ქვეყნების გარდა ქართული ნაწარმი იყიდება: აშშ-ში, საფრანგეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

Gepherrini-ს ჩანთები იყიდება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ პლატფორმა Amazon.com-ზეც. ილია გეფერიძე ამბობს, რომ პროდუქტი საკმაოდ წარმატებულად იყიდება და მომავალი წლიდან ასორტიმენტის გაზრდასაც აპირებენ.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. "გეფერინი" განსხვავებული ფორმისა და დიზაინის ჩანთებსა და აქსესუარებს აწარმოებს.