Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ინტერვიუ მეთ კენედისთან - რა გეგმები აქვს მას საქართველოში?

BM.GE
10.12.21 12:33
342
საერთაშორისო განვითარების დაფინანსების კორპორაციის წარმომადგენლობის გახსნის იდეის ხელშეწყობა და ადვოკატირება საქართველოში, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს თბილისიდან დაფარავს- ეს არის ის მთავარი მიზანი, რომელიც ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის განცხადებით ახლად შექმნილ ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს აქვს განსაზღვრული. მამუკა ბახტაძის განცხადებით ფოკუსში რჩევა აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების იდეის ადვოკატირებაც. 

ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომელიც მამუკა ბახტაძემ აშშ-ის პრეზიდენტ კენედის შვილიშვილთან ერთად დააფუძნა, საქართველოში 60-მილიარდიანი ამერიკული სახელმწიფო ფონდის შემოყვანას ისახავს მიზნად, რომელიც თბილისიდან რვა სახელმწიფოს დაფარავს – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თუქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი. ფონდის საქმიანობის ძირითად მიზანი საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და შესაბამისად, სიღარიბის დაძლევა იქნება. ასევე, ფონდი მხარს დაუჭერს ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. სამიზნეები ნამდვილას საინტერესო სამუშაო პროექტების წარმოდგენის შესაძლებლოაბას იძლევა, თუმცა ვნახოთ როგორ განვთარდება პროცესები. ერთი ცალსახაა ფონდის მმართველი საბჭოს/გამგეობის შემადგენლობა უკვე დიდ ინტერესს იწვევს და ბიზნეს მედიისათვის მათგან ერთ ერთთან ინტერვიუ ფონდის დაფუძნების პარალელურად ხელმისაწვდომი გახდა.