Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბრიტანელები უკმაყოფილების შემთხვევაში ტურისტული ვებ-გვერდებისგან კომპენსაციას მიიღებენ

599c14b776157
BM.GE
22.08.17 15:24
856
ბრიტანეთში ახალი კანონი მიიღეს, რომელიც ტურისტების უფლებების და ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული. ბრიტანელები, რომლებიც თავიანთ დასვენებას ონლაინ-გეგმავენ, უკმაყოფილებისა და "ჩაშლილი შვებულების" შემთხვევაში, ტურისტული ვებ-გვერდებისგან, სადაც თავიანთი მოგზაურობა დაჯავშნეს კომპენსაციას მიიღებენ.

Dailymail-ის ინფორმაციით, ამჟამად ონლაინ დაჯავშვნის საიტები, სადაც მომხმარებელს პერსონალურად შეუძლია აირჩიოს სასტუმრო და ბილეთი მსგავს პრობლემებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, რაც ხელისუფლების რწმენით დაუშვებელია.
ცვლილებების მიხედვით, ონლაინ საგზურების გამცემი კომპანიები მოგზაურობის ყველა წვრილმანსა თუ ასპექტს წინასწარ გათვლიან.
აღსანიშნავია, რომ შვებულებას 10 მილიონზე მეტი ბრიტანელი სწორედ ონლაინ გეგმავს და ახალი კანონი სწორედ მათ ინტერესებს დაიცავს.