Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან

BM.GE
31.01.21 11:20
459
ქვეყნის არსებული ეკონომიკის სტრუქტურიდან და მოდელიდან გამომდინარე, მზარდმა ტურისტულმა ინდუსტრიამ 10 ათასობით ადამიანი ჩააბა საქართველოს ეკონომიკის ამ მიმართულებაში. ტურისტული ინდუსტრია არის გამორჩეულად დაზარალებული ბიზნეს სექტორებს შორის და ის დღემდე რჩება ახალი კორონავირუსის მსხვერპლად. საქართველო გამოანკლისი არ არის და ვითარება მსოფლიოში ამ მიმართულებით, საერთო ჯამში საკმაოდ წააგავს ერთმანეთს.
მსოფლიო უნდა გახდეს მეტად სოლიდარული. წამყვანი ქვეყნნები და მთავარი მოთამაშეები უნდა შეთანმხდნენ მოქმედების და გადაწყვეტილებების საერთო გეგმაზე. მისაღებია სწრაფი და არაორდინალური გადაწყვეტილებები, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას გამოიყვანს უმძიმესი შოკიდან, რომელიც 2020 წელს მივიღეთ - ასეთი იყო ძირითადი გზავნილები 19 იანვარს, ვიდრე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია და მისი 3 ათულზე მეტი წევრი ქვეყანა, ახალ გენერალურ მდივანს ირჩევდა, და ეს სიტყვები ზურაბ პოლოლიკაშვილს ეკუთვნის, რომელიც ერთ ერთი იყო 2 კანდიდატიდან, ვინც ამ პოზიციაზე კენჭს იყრიდა და საბოლოოდ, 2025 წლამდე ეს მანდატი საქართველოს წარმომადგენელმა მოიპოვა და წევრი სახელმწიფოების ნდობა, როცა არჩევნებში 25 ხმით 8 ის წინააღმდეგ აჯობა ბაჰრეინის წარმომადგენელს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი - UNWTO, გენერალური მდივანი